თეგებით ძიება
28. 10. 2023 მსოფლიო

კაცი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მენის შტატში 18 ადამიანი მოკლა, გარდაცვლილი იპოვეს

აშშ-ის მენის შტატში გარდაცვლილი იპოვეს 40 წლის რობერტ ქარდი, რომელმაც ქალაქ ლიუისტონში რამდენიმე დღის წინ 18 ადამიანი მოკლა. ამის შესახებ CNN იუწყება.

ქარდის ცხედარი მდინარე ანდროსკოგინთან აღმოაჩინეს. მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

ეს ადგილი ლიუისტონიდან დაახლოებით 16 კმ-ში მდებარეობს. იქვეა განლაგებული საწარმო, სადაც ქარდი მუშაობდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.

რობერტ ქარდის ძებნა 2 დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში ყველა სკოლა, საწარმო და დაწესებულება ამ რაიონში დახურული იყო.

ლიუისტონში სროლა 25 ოქტომბერს მოხდა. ბოროტმოქმედმა რამდენიმე ხალხმრავალ ადგილას სროლა დაიწყო. დაიღუპა 18 და დაიჭრა 13 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა