თეგებით ძიება

„გულის სიღრმეში მინდა კიდეც, რომ მოვიდეს ცნობა მათი დაღუპვის შესახებ“ - ისრაელელი მამაკაცი მძევლად მყოფ ოჯახის წევრებზე

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ისრაელელი  მამაკაცი ჰამასის ტყვეობაში მოფი ოჯახის წევრების შესახებ საუბრობს. 

„როცა ჰამასელები ამბობენ, რომ მზად არიან ტყვეთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებისთვის, ისინი გულისხმობენ, რომ მზად არიან, დაკავებული ტერორისტები, რომელთა ხელებს ჯერ არ შეშრობია სისხლი, გაცვალონ ისეთ უდანაშაულო ქალებზე და ბავშვებზე, როგორებიც არიან, მაგალითად, შერონ და ნოამ ავიგდორები:

💬 "ჩემი ცოლი და ძმისშვილი უგზო-უკვლოდ გაქრნენ კიბუც ბეერზე თავდასხმის შემდეგ - ჩემმა ძმამ შემატყობინა ეს ამბავი... ჩემი ცოლი აუტისტური სპექტრის ბავშვებთან მუშაობდა, ჩემი ძმისშვილი კი ტიპიური თანამედროვე მოზარდია, რომელიც ძალიან დიდ დროს ატარებს TIK-TOK-ზე... სადღაც გულის სიღრმეში მინდა კიდეც, რომ მოვიდეს ცნობა მათი დაღუპვის შესახებ, რათა დარწმუნებული ვიყო, არ აწამებენ... არავის ვუსურვებ იმის გადატანას, რასაც ახლა ჩვენ გავდივართ..."- ამბობს ზოარ ავიგდორი. (ინგლისურიდან თარგმანი ლაშა ბერულავა)


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა