თეგებით ძიება

ჩინელი ტურისტების მატება უკვე შეინიშნება, მაგრამ ეს გარკვეულ საფრთხეებს უკავშირდება - მაია მურაჩაშვილი

„ჩინელი ტურისტების მატება უკვე შეინიშნება, მაგრამ ეს გარკვეულ საფრთხეებთანაც არის დაკავშირებული - ხსნიან აქ თავის ტურისტულ კომპანიებს გამარტივებული წესით და მოგება რჩება ჩინეთში,“ - ამის შესახებ ჰოტელიერმა, „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

"ჩინელი ტურისტების მატება უკვე შეინიშნება, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს გარკვეულ საფრთხეებთანაც არის დაკავშირებული. კერძოდ, ჩინური ტურისტული კომპანიები, ტურ-ოპერატორები ჩამოდიან, ხსნიან აქ თავიანთ ტურისტულ კომპანიებს გამარტივებული წესით, საქართველოს პაკეტები იყიდება ჩინეთში, მოგებაც რჩება ჩინეთში. ჩვენთან მოდის მხოლოდ ის მიზერული თანხა, რომელსაც ფასდაკლებების და მოლაპარაკებების შედეგად ჩინური ტურისტული კომპანიები აღწევენ აქ საქართველოში სხვადასხვა მომხმარებლებთან. შესაბამისად, მატება შეიმჩნევა, მაგრამ ეს არ ხდება ქართველი ტურ-ოპერატორების დაკავების ხარჯზე, რადგან ეს მაინც რთული ბაზარია - ენდობიან საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს ან მათ, ვინც მათ ენაზე საუბრობს, ამიტომ უფრო ჩინური ტურისტული კომპანიების მატება გვაქვს,"- აღნიშნა მურაჩაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის სექტემბრიდან საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა