თეგებით ძიება

"ყო­ველ­თვის წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი იმი­სა, რომ ჩემს შვილს ჩემ­სა­ვით მალე ექორ­წი­ნა..." - რას წერს მოკლული 14 წლის აითაჯ შახმანოვას დედა ციხიდან

14 წლის მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას, აი­თაჯ შახ­მა­ნო­ვას დედა ეგა­ნა მა­გა­რა­მო­ვა, ცი­ხი­დან წე­რილს გზავ­ნის. წე­რი­ლი "მთა­ვარ­მა არ­ხმა" გა­ავ­რცე­ლა. ქალი წერს, რომ ის ცდი­ლობ­და, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ე­წია ძმის­თვის, რო­მელ­საც აი­თა­ჯის და­ო­ჯა­ხე­ბა ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი.

"მე, ეგა­ნა მა­გა­რა­მო­ვა ვი­სურ­ვებ­დი, რომ ჩემი ეს წე­რი­ლი წა­ი­კი­თხოს ყვე­ლა იმ დე­დამ, ვინც შვი­ლი და­კარ­გა, რად­გან ასე­თი ტკი­ვი­ლის გა­დამ­ტა­ნი დე­დე­ბი ჩემს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას გა­ი­გე­ბენ. მე ყო­ველ­თვის წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი იმი­სა, რომ ჩემს შვილს ჩემ­სა­ვით მალე ექორ­წი­ნა. ალა­ჰი არის მოწ­მე იმი­სა, რომ მე ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ­დი გა­მე­წია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ჩემი ძმის, ნა­ტი­კის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის, აი­თა­ჯის და­ო­ჯა­ხე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ,

ნა­ტი­კის ყო­ველ­თვის მე­ში­ნო­და. მაგ­რამ ამ ში­შის მი­უ­ხე­და­ვად, აი­თა­ჯის მთხოვ­ნელ ალი­მის ოჯახ­თან და­ვა­ყე­ნე პი­რო­ბა, რომ აი­თა­ჯი ალიმ­ზე მხო­ლოდ 18 წლის გახ­დო­მის შემ­დეგ გა­თხოვ­დე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, მათ სი­ტყვა და ფიცი გა­ტე­ხეს და ჩემი გოგო მო­ი­ტა­ცეს.

ჩემ­მა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მო­ძა­ლა­დე ძმამ, ნა­ტიკ­მა და­მი­რე­კა და ალი­მის მსგავ­სად, მოკ­ვლით და­მე­მუქ­რა. მე შე­მე­შინ­და და დავ­ბრუნ­დით ლამ­ბა­ლო­ში. იქ ნა­ტიკ­მა აი­თაჯს გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნა და აი­თაჯ­მაც ალიმ­თან გა­და­წყვი­ტა დარ­ჩე­ნა. იმის გამო, რომ ნა­ტი­კი არის ჩემი ძა და თან მე მისი მე­ში­ნია, პო­ლი­ცი­ას ვერ შე­ვა­ტყო­ბი­ნე, ამ წე­რი­ლის და­წე­რის დრო­საც მე­ში­ნია ნა­ტი­კის", - წერს მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას დედა.

ცნო­ბის­თვის, 14 წლის აი­თაჯ შახ­მა­ნო­ვას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით მისი ქმა­რი, 27 წლის ალიმ ას­ლა­ნო­ვი და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის "ე’’ "თ’’ და "კ’’ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით), 236-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბა) და 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "დ’’ ქვე­პუნ­ქტით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-იდან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, მოკ­ლუ­ლის დედა და ბიძა და­ა­კა­ვეს. ორი­ვე მათ­განს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა