ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7079 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7048 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8877 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8603 ლარს შეადგენდა.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომელიც 0.0957 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი პირველ ნოემბერს შევა ძალაში.