„ძარცვეთ სამშობლო და ყვლიფეთ ხალხი!.. ციხეში საკითხავი წიგნების მარაგიც მოიმზადეთ“ - ვის მიმართავს სოფია ხორგუანი?
უფლებადამცველი, სოფია ხორგუანი სოციალურ ქსელში წერს:
„აბა, ჩვენი გაზულუქებული და კორუფციაში აჩუხჩუხებული მთავრობა ხომ გვყავს ყოჩაღად?! რომეო მიქაუტაძეს კიდევ ერთი სახლის საყიდლად ფული ხომ არ მიაკლდა?! ღარიბაშვილის პენსიონერ მამას მუთაქები ხომ არ გამოელია?! მურუსიძემ ცოლს გაბანას ახალი ჩანთის ყიდვა ხომ არ დაუგვიანა?! ირაკლი ხმალაძე მორიგ უიკენდზე ხომ მოახერხებს იბიცაზე ჩასვლას?! არ მოიკლოთ გოგონებო და ბიჭუნებო, ძარცვეთ სამშობლო და ყვლიფეთ ხალხი, ერთხელ ცხოვრობთ.
p.s. პაპის ნაჭამი ტყემალი შვილიშვილს კბილს რომ მოჰკვეთს, წუწუნი არ გავიგონო. ციხეში საკითხავი წიგნების მარაგიც მოიმზადეთ“.