გაქცეული პატიმრების საქმეზე ერთი ბადრაგი დააკავეს (ვიდეო)
გაქცეული პატიმრების საქმეზე საბადრაგო სამსახურის ერთი თანამშრომელია დაკავებული. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
ის იმ საბადრაგო ჯგუფის უფროსი იყო, რომელსაც პატიმრების ავერსის კლინიკაში სამედიცინო კვლევებზე გადაყვანა ევალებოდა.
დაკავებულია ივერი ნატრიაშვილი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში პოლიციაში ჯერ გამოკითხვაზე იმყოფებოდა, გამთენიისას კი დააკავეს. 37 წლის ნატრიაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრაილის ოფიციალურ წარდგენას ელოდება. მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ნატრიაშვილს ედავებიან სასჯელაღსრულების მოხელის მიერ დადგენილი წესის დარღვევას, რასაც გაქცევა მოჰყვა.
კლინიკიდან გაქცეული პატიმრების ძებნა კი მეორე დღეა უშედეგოდ გრძელდება. არსებული ინფორმაციით, უკვე ამოღებულია ავერსის კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერებს ჩანაწერები.
არსებული ინფორმაციით, კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი არასრულწლოვანია.