ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7152 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7149 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8865 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8650 ლარს შეადგენდა.
თურქული ლირა უცვლელია და ის 0.0958 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 3 ნოემბერს შევა ძალაში.