თეგებით ძიება

მსოფლიოს 2024 წლის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში თსუ, ილიაუნი და სტუ მოხვდა

გამოცემა The Times Higher Education-მა 2024 წლის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც სამი ქართული უნივერსიტეტი მოხვდა. რეიტინგი 108 ქვეყნის 1904 უნივერსიტეტს მოიცავს. ინფორმაციას commersant.ge ავრცელებს.

რეიტინგი ეფუძნება მეთოდოლოგიას, რომელიც მოიცავს რამდენიმე ინდიკატორს, რაც ზომავს დაწესებულების მუშაობას ხუთ სფეროში: სწავლება, კვლევის გარემო, კვლევის ხარისხი, ინდუსტრია და საერთაშორისო პერსპექტივა.

რეიტინგის მიხედვით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 1201-დან 1500-მდე შუალედშია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი 1501+ პოზიციაზეა. 

მსოფლიოს 10 საუკეთესო უნივერსიტეტი კი შემდეგია: 

1. ოქსფორდის უნივერსიტეტი - გაერთიანებული სამეფო

2. სტენფორდის უნივერსიტეტი - აშშ

3. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი - აშშ

4. ჰარვარდის უნივერსიტეტი - აშშ

5. კემბრიჯის უნივერსიტეტი - გაერთიანებული სამეფო

6. პრინსტონის უნივერსიტეტი - აშშ

7. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი - აშშ

8. ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი - გაერთიანებული სამეფო

9. კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი) - აშშ

10. იელის უნივერსიტეტი - აშშ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა