„თავზარდამცემი ამბავი, რომლის დაჯერება ყველას გვიჭირს...“ - ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და მე-12 კლასის მოსწავლეს ნინი ჯონჯარიას ემშვიდობება.
„თავზარდამცემი ამბავი, რომლის დაჯერება ყველას გვიჭირს, ვინც იცნობდა სიცოცხლითა და ხალისით სავსე ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნინი ჯონჯარიას, რომელმაც დაგვიტოვა დიდი ტკივილი და ამოუცნობი სევდა, სევდა ნაადრევად გაფრენილი სიცოცხლის.
ვინ იცის, რამდენი ფიქრი და ოცნება გქონდა, რატომ გამოაკლდი შენს თანატოლებს? დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ შენს ოჯახსა და ახლობლებს. ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვები უძლურია იმ დიდი მწუხარების გამოსახატავად, რაც შენმა მარადისობაში გადასვლამ გამოიწვია. ყოველთვის გვემახსოვრები ნინი“, - წერია სამძიმრის წერილში.