დაეხმარა ტანსაცმლით, საკვებით და ღამის გასათევით - რას ამბობს პროკურორი და რას ამტკიცებს გაქცეული პატიმრის ოჯახი
გაქცეული პატიმრების საქმე - პროკურორი სასამართლო სხდომაზე ამტკიცებს, რომ ავთანდილ თათარაშვილი ძებნილ ძმას და კიდევ ორ პატიმარს მიმალვაში დაეხმარა.
პროკურორი ამბობს, რომ თათარაშვილი სამივე პატიმარს ღამის გასათევით და საკვებით დაეხმარა.
"გახლავთ დაკავებული დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, უზრუნველყო ისინი ტანსაცმლით, საკვებით, ღამის გასათევით და ასევე, მობილურით. გუშინ გახლდათ იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ კომუნიკაცია იყო შემდგარი ბრალდებულსა და გაქცეულ მსჯავრდებულებს შორის,“ - განაცხადა პროკურორმა.
პროკურორისგან განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს თათარაშვილების მამა.
"არ მოსულა, მართლა არ მოსულა. არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. არ მიუტანია ტანსაცმელი,“ - ამბობს მამა.
კლინიკიდან გაქცეული პატიმრის ძმა, სასამართლოდან გირაოთი გაათავისუფლეს - ავთანდილ თათარაშვილს 3 000 ლარის გადახდა დაეკისრა.