თეგებით ძიება

სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირი: მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი, გიგა გიგაშვილი და ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძე დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგა გიგაშვილს 3 წლის ვადით, ხოლო ვახტანგ ლონდარიძეს 1 წლისა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა.

ასევე, სასამართლომ დააჯარიმა ის კომპანიები, რომლებიც “ვაკის პარკის” შადრევნის რეაბილიტაციაში მონაწილეობდნენ. კერძოდ კი, “ექსპერტიზა დიაინი”- 50 000 ლარის, “მშენ ექსპერტი” - 100 000 ლარის და “გრინსერვისი”- 250 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.

 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი-ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.

აღნიშნულ საქმეზე 9 ბრალდებული პირიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ 8 პირი ცნო, მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -„გრინსერვის +“-ს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და „მშენექსპერტს“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა