თეგებით ძიება

ნათლად ჩანს ის კუდები, რომლებიც ოპოზიციას გამოუჩნდა - ნიკოლოზ სამხარაძე

ნათლად ჩანს ის კუდები, რომლებიც ოპოზიციას გამოუჩნდა - მათ ბოლო დროს რიტორიკა შეცვალეს, ოღონდ მხოლოდ რიტორიკის დონეზე და სინამდვილეში არ უხარიათ, რომ შესაძლოა, საქართველოსთან მიმართებით პოზიტიური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული - არ ველი, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით პირობა გაჩნდეს იმიტომ, რომ ევროკავშირს ჩვენთვის ეს არასდროს მოუთხოვია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, 11 რეკომენდაცია ან სრულად ან მეტწილად არის შესრულებული, ხოლო ერთ რეკომენდაციაზე, დეპოლარიზაციაზე პროგრესი არ არის.

“3 სრულად შესრულებული რეკომენდაცია ნათქვამი იყო მაისის ინფორმაციაზე დაყრდნობით. დღეს უკვე ნოემბერია, ბევრი რამ გაკეთდა. ჩემი გადმოსახედიდან შემიძლია გითხრათ, რომ 11 რეკომენდაცია ან სრულად ან მეტწილად არის შესრულებული. ერთ რეკომენდაციაზე არ გვაქვს პროგრესი- ეს არის დეპოლარიზაცია”,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორ სამხარაძე აღნიშნავს, “კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ხელისუფლებას პოზიტიური მოლოდინი აქვს”.

“ველოდებით, რომ ევროკომისიის დასკვნაში სრულად იქნება ასახული ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში ჰქონდა. რაც შეეხება პირობებს, ევროკავშირთან ურთიერთობები და ზოგადად, გაწევრიანების პროცესი მთლიანად პირობებთანაა დაკავშირებული, თუმცა არ ველი, რომ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით პირობა გაჩნდეს იმიტომ, რომ ევროკავშირს ჩვენთვის არასდროს მოუთხოვია სანქციების დაწესება. კარგად ესმით ის ვითარება, რაშიც საქართველოა, ასევე კარგად ესმით ის ეკონომიკური კავშირები, რომელიც საქართველოს აქვს რუსეთთან (ვაჭრობას ვგულისხმობ), ასევე იციან, რა ტიპის პროდუქცია გადის საქართველოდან რუსეთში - ესაა ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რაც თვითონ ევროკავშირს არ აქვს სანქცირებული რუსეთთან ვაჭრობაში.

ნათლად ჩანს ის კუდები, რომლებიც ოპოზიციას გამოუჩნდა. მათ ბოლო დროს რიტორიკა შეცვალეს, ოღონდ მხოლოდ რიტორიკის დონეზე, სინამდვილეში, მათ არ უხარიათ, რომ შესაძლოა საქართველოსთან მიმართებით პოზიტიური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ახლა ცდილობენ, რაღაც ისეთი თემები წამოწიონ წინ, რომელიც არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო. თუმცა ვფიქრობ, ამით ისინი საკუთარ თავს აზიანებენ”,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა