თეგებით ძიება

პროდუქტების სია, რომლის ღამით მირთმევა არ გაგასუქებთ

6 პროდუქტი, რომლებიც შეიძლება ღამე მიირთვათ და არ გასუქდეთ

1. მწვანე ბოსტნეული

ისეთი მწვანე ბოსტნეული, როგორიცაა ნიახური, ისპანახი და კიტრი, საერთოდ არ შეიცავს კალორიებს. ორგანიზმი მათ გადამუშავებაზე იმაზე მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე მათ შემცველობაშია. ამიტომ, ჭამ და ხდები.

2. ქათმის გულმკერდი

ფრინველის თეთრი ხორცი - ცილის წყაროა. 100 გრამში მხოლოდ 165 კალორიაა. ყველაზე კარგია მოამზადოთ ორთქლზე ან გრილზე - ცხიმის გარეშე. ასევე სასარგებლოა ხორცის შეკაზმვა არომატული ბალახებისგან დამზადებული საწაბელით.

3. თევზი

თევზის ცხიმიან ჯიშებში (ორაგული, სარდინა, სკუმბრია, ქაშაყი) ყველაზე დიდი რაოდენობის ომეგა-3-ია. ეს სასარგებლო ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ მუშაობას, გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო თვისებები და აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.

4. კვერცხი

 კვერცხიკვერცხის გული ვახშმის დროს - არც ისეთი კარგი იდეაა, ვინაიდან ის ქოლესტერინს შეიცავს. აი, ცილისგან მომზადებული ომლეტი კი მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ.

5. ზღვის პროდუქტები

კრევეტკები, კალმარები, მიდიები, კიბორჩხალები - არა მხოლოდ მდიდარია ცილებით, არამედ სწორად მომზადებით, ვახშამი შეგიძლიათ დღესასწაულად აქციოთ და წონაშიც არ მოიმატოთ.

6. ხაჭო

მათთვის, ვინც კარგად იტანს ლაქტოზას, ხაჭო შესანიშნავია ვახშმად. ოპტიმალური ვარიანტია - 5 % ცხიმის შემცველობით. თუ არ გიყვართ ახალი ხაჭო, შეგიძლიათ მისგან შებრაწულა ან ვარენიკები მოამზადოთ. მაგრამ თავი შეიკავეთ შაქრის დამატებისგან - აჯობებს ის თაფლით შეცვალოთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა