9 თვეში კომერციულმა ბანკებმა 2,046 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღეს
2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, კომერციულმა ბანკებმა 2,046 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 515 მლნ ლარით მეტია - ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.
2022 წლის 9 თვის მდგომარეობით, კომერციული ბანკების წმინდა მოგება 1,531 მლრდ ლარს შეადგენდა.
ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 9 თვეში კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლებმა შეადგინა 5,205 მლრდ ლარი, საპროცენტო ხარჯებმა 2,341 მლრდ ლარი.
ამავე სტატისტიკით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ბანკების მიერ მიღებულმა საპროცენტო შემოსავალმა ჯარიმებიდან - 82,8 მლნ ლარი; საპროცენტო შემოსავალმა სესხებიდან 4,385 მლრდ ლარი, ხოლო ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა მოგებამ 513,7 მლნ ლარი შეადგინა.