თეგებით ძიება
07. 11. 2023 მსოფლიო

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 10 000-ს აჭარბებს

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღაზის სექტორში 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ისრალემა საპასუხო შეტევა დაიწყო "ჰამასზე". 

ისრაელმა "ჰამასს" ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც ისლამისტურმა მებრძოლმა ჯგუფმა 7 ოქტომბერს დაიწყო სასტიკი თავდასხმა. ისრაელში 1 400 ადამიანი დაიღუპა, გატაცებულად ითვლება 240-ზე მეტი.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ორშაბათს განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში დაარტყეს "ჰამასის" ასობით ობიექტს და აიღეს კონტროლი ღაზაში მდებარე სამხედრო კომპლექსზე. 

ანკლავის შიგნით, საკომუნიკაციო სერვისები ნელ-ნელა აღდგება ღაზას ზოგიერთ ნაწილში, შაბათ-კვირის გათიშვის შემდეგ. საშუალოდ, დაახლოებით 30 სატვირთო მანქანა ჰუმანიტარული დახმარებით გადის საზღვარზე ყოველდღიურად, განაცხადა პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ რამალაში. თუმცა, ამ დახმარებაში არ შედის საწვავი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა