თეგებით ძიება

ევროკომისიამ საქართველოსთვის ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. 

ანგარიშში ევროკომისია საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულებასაც აფასებს. 

ანგარიშის თანახმად, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. 

გაფართოების შესახებ ანგარიში 10 ქვეყანას მოიცავს. გარდა საქართველოსი, ანგარიშში საუბარი ეხება თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, სერბეთს, ალბანეთს, უკრაინას, მოლდოვა, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და კოსოვოს.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პრიორიტეტი განუსაზღვრა.

ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, ევროკავშირის ლიდერები 14-15 დეკემბრის სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, მიანიჭონ თუ არა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა