ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7025 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7000 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8825 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8847 ლარს შეადგენდა.
თურქული ლირა უცვლელია და ის 0.0948 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 9 ნოემბერს შევა ძალაში.