თეგებით ძიება

მარია ზახაროვა გინტურის მკვლელობას გამოეხმაურა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა რუსი ოკუპანტების მიერ კირბალში საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის, მკვლელობას გამოეხმაურა და რუსეთის მიმართ გამოხატულ ბრალდებებს საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში პოლიტიზებული უწოდა.

ზახაროვას თქმით, „ევროკავშირი ცდილობს“ ეს რუსეთს გადააბრალოს.

როგორც მანვე აღნიშნა, ევროკავშირი ხელმძღვანელობს „პოლიტიზებული და ცრუ შეფასებებით, სამხრეთ ოსეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ვითარებაში რუსეთს ადანაშაულებს.“

ყველაზე შოკის მომგვრელი ის არის, რომ ბრიუსელი კატეგორიულად ცდილობს მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთზე გადაიტანოს.

„ეს არის პოლიტიზებული, ცრუ შეფასებები“. – განაცხადა ზახაროვამ და თქვა, რომ ეს ყველაფერი ცხადყოფს ევროკავშირის აშკარა მიკერძოებასა და ჩართულობას.

ზახაროვას თქმით, ევროკავშირის ასეთი პოზიცია „ძირს უთხრის მის როლს, როგორც ერთ-ერთი ორგანიზაციის თანათავმჯდომარე საერთაშორისო დისკუსიას ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა