რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავი ბათუმში ვერ დაჯდა
"ეხო კავკაზას" ინფორმაციით, რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-ბათუმის რეისს ასრულებდა, ვერ დაჯდა. ის უკან, მოსკოვში დაბრუნდა.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი იძულებული გახდა დომოდედოვოს აეროპორტში დაბრუნებულიყო, რადგანაც სანავიგაციო მოწყობილობების პრობლემა შეექმნა.
რეისის გადადებას კომპანია TAV Georgia-ც ადასტურებს, რომელიც ბათუმის აეროპორტის მმართველი კომპანიაა.
საერთაშორისო სანქციების დაწესების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავებს ტექნიკური პრობლემები ექმნებათ.