თეგებით ძიება

რუსეთის ბაზარზე კონიაკის სომხური ნედლეული შესაძლოა ქართულმა ჩაანაცვლოს

რუსული გამოცემა იზვესტიას ცნობით, “გეოპოლიტიკური სიტუაციის მიზეზით შექმნილი დეფიციტის გამო, რუსეთმა შესაძლოა გაამარტივოს საქართველოდან დისტილატის [კონიაკის ნედლეულის] შეტანა. საკითხი ამჟამად რუსეთის მთავრობაში განიხილება. გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას როსალკოჰოლთამბაქოსკონტროლზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც იზვესტია წერს, ამჟამად კონიაკის ქართული ნედლეული სხვა ქვეყნების პროდუქციასთან შედარებით უფრო მკაცრ კონტროლს გადის და მისი რუსეთის ფედერაციაში შეტანა უშუალოდ მწარმოებლებისგან შესაძლებელია როსპოტრებნადზორის მხრიდან შემოწმების შემდეგ.

“ქართული ალკოჰოლისა და ნედლეულის მიმართ პრეტენზიები რუსეთს არაერთხელ ჰქონია. ჯერ 2006 წელს, როდესაც საქართველოდან რუსეთში სრულად აიკრძალა ღვინისა და ღვინის ნედლეულის შეტანა. შემდეგ, 2012, 2013 და 2015 წლებში. უკანასკნელად კი როსპოტრებნადზორმა განაცხადა, რომ ქართველი ღვინის მწარმოებლები სისტემატურად არღვევდნენ ტექნოლოგიებს. საუბარი იყო კონიაკებზე “ძველი კახეთი” და “კოლხიდა”, რომელსაც შპს “ყვარლის მარანი”აწარმოებს. როგორც მედია წერდა, 2023 წლის პირველი კვარტლის შედეგებით, ქართული კონიაკისა და ბრენდის მიწოდება რუსეთში 120%-ით გაიზარდა “, – წერს გამოცემა “იზვესტიე”.

მკაცრმა კონტროლმა გამოიწვია ის, რომ ქართული ნედლეული რუსეთში აქამდე სომხური და ყაზახური პროდუქციის სახით შედიოდა. შესაბამისად, უშუალოდ საქართველოდან მისი მიღება, რუსული მხარის გათვლებით, უფრო მომგებიანი იქნებოდა.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის პირობებში ადგილობრივი მწარმოებლები იძულებული გახდნენ გადაანაცვლონ ლოგისტიკური ჯაჭვი, მათ შორის, ორიენტირება უხლოეს მეზობლებზე.

“როგორც ექსპერტები განმარტავენ, საუბარი შესაძლოა იყოს ურთიერთოების ბოლოდროინდელ გართულებაზე რუსეთსა და სომხეთს შორის, რომელიც ამ დრომდე იმპორტული დისტილატის მთავარი მიმწოდებელი იყო. საქართველოსთან კი უკანასკნელ დროს ურთიერთოები ლაგდება”,- წერს იზვესტია.

წყარო: ნეტგაზეთი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა