თეგებით ძიება

რატომ არ არის ბიჭებისთვის ცხელი აბაზანა რეკომენდებული - ექიმი-რეპროდუქტოლოგი კითხვებს პასუხობს

ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე პაციენტთა ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს და განმარტავს, რა უნდა გაითვალისწინონ მამაკაცებმა ინტიმური ჰიგიენის დაცვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობისათვის:

როგორ უნდა დაიცვას კაცმა ინტიმური ჰიგიენა?

კაცები ამ საკითხის მიმართ ინტერესს ღიად არ გამოხატავენ. ამიტომაც, ინფორმაცია, მწირია. არა იმიტომ, რომ არ აინტერესებთ, არ აწუხებთ, ან არ სჭირდებათ, არამედ იმიტომ, რომ ისინი გარკვეული უხერხულობის გრძნობას განიცდიან. ქალები, პირიქით, ამ კითხვებს ღიად სვამენ, აქვთ დახურული ჯგუფები და თემას განიხილავენ და იღებენ ინფორმაციას. კაცის ინტიმური ჰიგიენის ძირითად შემადგენელ წესს წარმოადგენს ის, რომ კაცმა დღეში 2-ჯერ უნდა დაიბანოს ინტიმური ზონები, სასქესო ორგანოები და გამოიყენოს PH ნეიტრალური საპონი.

რატომ არ არის რეკომენდებული კაცებისთვის ცხელი აბაზანის მიღება?

კაცმა დღეში 2-ჯერ უნდა მიიღოს შხაპი და ყოველ ჯერზე დასაბანი საშუალებების ხმარება აუცილებელი არ არის. ასევე, კაცებისთვის ხშირად ცხელი აბაზანის მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან მაღალი ტემპერატურა სპერმატოგენეზს არღვევს, შედეგად, სპერმატოზოიდების ხარისხი უარესდება და განაყოფიერების უნარი მცირდება.

იხ. სეულად ამ ბმულზე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა