თეგებით ძიება
11. 11. 2023 მსოფლიო

"ამ ფოტოზე აღბეჭდილი ყველა ბავშვი დაიღუპა...“ - რას ამბობს ღაზაში მცხოვრები?

მთელი ოჯახი განადგურდა ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ღაზას მჭიდროდ დასახლებულ ქუჩებზე, სადაც მრავალი პალესტინელი ცხოვრობს. ერთი ოჯახის ტრაგედიის შესახებ სტატია BBC-მ მოამზადა. ჟურნალისტს პალესტინელი კაცი უყვება, რომ მისი 20-ზე მეტი ნათესავი ერთ დაბომბვას ემსხვერპლა.

რაც შეეხება ფოტოზე გამოსახულ ბავშვებს. „ეს იყო 4 წლის წინ, ერთი მზიანი პარასკევის შუადღე, როდესაც აჰმედ ალ-ნაუკმა ოჯახთან ერთად გადაიღო ეს სელფი. მას ეს დღე კარგად ახსოვს, განსაკუთრებით ახლა. მამის სახლთან ზეთისხილის ხეების ჩრდილში მისი დები და ძმები შვილებთან ერთად შეიკრიბნენ საჭმელად, სათამაშოდ და სასაუბროდ“ - წერს გამოცემა.

პალესტინელი კაცის მონათხრობის მიხედვით, 22 ოქტომბერს საჰაერო თავდასხმის შედეგად, მისი ოჯახიდან სულ დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის მამა, სამი და, ორი ძმა და მათი 14 შვილი.

ფოტოზე დაღუპული ბავშვებიდან მხოლოდ შვიდი ჩანს. ზოგი ფოტოს გადაღების დროს იქ არ იყო, ზოგიც არ იყო დაბადებული.

ისრაელ-„ჰამასის“ ომში დაღუპულთა რაოდენობამ ორივე მხარეს, 12 300-ს გადააჭარბა. მათ შორის 10 800 თაზის სექტორშია დაღუპული.

მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, ისრაელის არმია ყოველდღიურად 4-საათიან სამხედრო პაუზას უზრუნველყოფს და ჩრდილოეთ ღაზის მცხოვრებლებს, ევაკუაციის შესაძლებლობას აძლევს.

„ცაჰალი“ დაჯგუფება „ჰამასის“ განადგურების მიზნით, ანკლავში საჰაერო იერიშებსა და სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. ბოლო ცნობებით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ღაზაში მდებარე ორ დიდ საავადმყოფოსთან.

წყარო - პრაიმ ტაიმი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა