13 წლის გოგო მასწავლებელს სექსუალური ხასიათის ქმედებაში ამხელს - კაცი დაკავებულია
უმძიმესი ფაქტი გურიის ერთ-ერთ სოფელში - მერვეკლასელი მოსწავლე ფიზკულტურის მასწავლებელს სექსუალური ხასიათის ქმედებაში ამხელს.
13 წლის გოგო ამბობს, რომ ფიზკულტურის მასწავლებელმა გაკვეთილების შემდეგ მასზე ორჯერ იძალადა.
არასრულწლოვანი ჩვენებაში ამბობს, რომ 54 წლის კაცი, მას მშობლების მკვლელობით ემუქრებოდა.
სავარაუდო დანაშაული მას შემდეგ გახმაურდა, რაც 13 წლის ბავშვმა მომხდარის შესახებ კლასელებს უამბო.
ფიზკულტურის მასწავლებელი რამდენიმე საათის წინ დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით 14 წლის მიუღწეველ პირთან.