ხმელთაშუა ზღვაში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა 5 სამხედრო
ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ამერიკული სამხედრო ვერტფმრენი ჩამოვარდა, დაიღუპა 5 სამხედრო. ამის შესახებ პენტაგონზე დაყრდნობით BBC იტყობინება.
მათივე ინფორმაციით, ვერტფრენი საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა და მტრული აქტივობის არანაირი ნიშნები არ დაფიქსირებულა.
დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, სამხედროები ყოველდღე აყენებენ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ ქვეყნის ინტერესების გამო.