თეგებით ძიება

“არ მგონია ამ ისტერიკიდან გამოვიდნენ, რომელიც დაემართათ მას შემდეგ რაც საქართველომ სტატუსი მიიღო” - გია ვოლსკი

,,არ მგონია, ამ ისტერიკიდან გამოვიდნენ, რომელიც დაემართათ მას შემდეგ, რაც საქართველომ სტატუსი მიიღო. დღეს მთელი ძალები და მთელი პროპაგანდა მიმართულია იმ ნარატივისკენ, რომ „ხალხმა მიიღო და მთავრობას არ ეკუთვნოდა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ოპოზიციის აღშფოთება “უსუსურია”.

„ხალხის არჩეულია მთავრობა და ის ამოცანები, რაც ხალხმა დაუსახა, რა პროგრამაც ხალხს შესთავაზა მთავრობამ,  სრულდება. ძალიან პრიმიტიული ფორმულაა და, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ იმდენად უსუსურია ეს სიბრაზე და აღშფოთება, რომ ძალიან კარგად ხედავს ჩვენი მოსახლეობაც. საერთაშორისო დონეზეც უნდათ, გაიტანონ რაღაც გაურკვეველი ფორმულები, რომელიც დამაზიანებელია, თუმცა, იქაც ყველაფერი გარკვეულია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა