თეგებით ძიება

"ასე თავხედურად მოდიოდა და ღილაკზე ორ წამიანი ხელის მიჭერაში 30 ლარს იღებდა..." - რას წერს გურამ შეროზია?

ბლოგერი, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს.

"ვაიმე ეს რა გავიგე!  შემცივდა და გათბობის ჩართვის დროამეთქი ჩავილაპარაკე. ახლავე დავურეკავ ხელოსანსო დედაჩემმა. მეთქი რაის ხელოსანი, გავედი, ქვაბზე ღილაკს ხელი დავაჭირე და გათბა სახლიც.

თურმე ბოლო ლამის სამი წელია, დედაჩემი ხელოსანს იძახებდა ყოველ ჩართვა-გამორთვაზე და ისიც ასე თავხედურად მოდიოდა და ღილაკზე ორ წამიანი ხელის მიჭერაში 30 ლარს იღებდა (შეიძლება მეტსაც, მაგრამ დააკლო დედაჩემმა შესაძლოა, ჩემი გაოგნებული სახე რომ დაინახა).

ხო milianerebis ოჯახი ვართ რავი, ნათურის ამნთებსაც გამოვიძახებთ ხოლმე და რომ გადაიწვება მოხსნა-გამოცვლაშიც გადავიხდით, რა გვენაღვლება?!", - წერს ბლოგერი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა