1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6970 ლარი გახდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6970 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6989 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8836 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8819 ლარს შეადგენდა.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომელიც 0.0943 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 14 ნოემბერს შევა ძალაში.