"30 წლის წინაც ვცეკვავდი ქართულს, მაშინაც თქვენზე უკეთესად" - რა ფოტოს აქვეყნებს თამარ ჩერგოლეიშვილი?
პარტია "ევროპულმა საქართველომ" გუშინ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცეკვავს თამარ ჩერგოლეიშვილი ქართულ ტრადიციულ ცეკვას.
ჩერგოლეიშვილის ცეკვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა მოიწონა მისი გადაწყვეტილება, რომ ეცეკვა, ნაწილმა კი გააკრიტიკა. კრიტიკოსებს კი თამარ ჩერგოლეიშვილი ასე პასუხობს:
"ქართული ცეკვა გადაწყვიტა ურჯულომო, შემცბარი შავრაზმელები გაიძახიან, გაკვირვებული აღფრთოვანებით.
30 წლის წინაც ვცეკვავდი ქართულს - მაშინაც თქვენზე უკეთესად, თქვე ფარისევლებო", - აღნიშნავს ის და წლების წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ ტრადიციულ სამოსშია გამოწყობილი და ქართულს ცეკვავს.