ლარი დოლართან და ევროსთან კვლავ გაუფასურდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7008 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6981 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9314 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8932 ლარს შეადგენდა.
თურქული ლირა უცვლელია და ის 0.0942 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 16 ნოემბერს შევა ძალაში.