ნებისმიერ ფორმაში უკრაინის გაწევრიანება ნატოში რუსეთისთვის მიუღებელია - მარია ზახაროვა
რუსეთისთვის უკრაინის ნატოში ნაწილობრივი გაწევრიანებაც მიუღებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ჩვენ ყოველთვის ვხსნით უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ ჩვენს პოზიციას. ნაწილობრივ ან რამე ნაწილების გარეშე, ნებისმიერ ფორმაში, უკრაინის ატლანტიკურ ბლოკში გაწევრიანება რუსეთისთვის მიუღებელია“, - განაცხადა ზახაროვამ.
ცნობისთვის, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების იდეით გამოვიდა, მაგრამ ისე, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ ვრცელდებოდეს.