ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7011 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7008 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9299 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9314 ლარს შეადგენდა.
თურქული ლირა კვლავ უცვლელია და ის 0.0942 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 17 ნოემბერს შევა ძალაში.