თეგებით ძიება
17. 11. 2023 ბიზნესი

25 წელი ერთად - "კრისტალი“ იუბილეს აღნიშნავს

საქართველოს ლიდერი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტი, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ 25 წლისაა. 

საიუბილეო თარიღი კომპანიამ მასშტაბური მიღებით აღნიშნა, რომელსაც საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ინვესტორები, „კრისტალის“ პარტნიორები და  მომხმარებლები დაესწრნენ. იუბილეს მთავარი გზავნილიც — 25 წელი ერთად, სწორედ კომპანიისა და მისი მომხმარებლების, პარტნიორებისა და თანამშრომლების ერთიანობას გამოხატავდა. 

ღონისძიების პირველი ნაწილი „კრისტალის“ 25-წლიანი ისტორიის, გამოწვევებისა და წარმატების მიმოხილვას დაეთმო. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ სტუმრებს ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენები და მიღწეული პროგრესი წარუდგინა. მან დამსწრეებს „კრისტალის“ 2022 წლის სოციალური მდგრადობის ანგარიშის ძირითადი შედეგებიც გააცნო. 

„დღევანდელი დღე „კრისტალის“ ისტორიაში უმნიშვნელოვანესია და მოხარულები ვართ, რომ ამ თარიღის აღნიშვნისას ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, ორგანიზაციები და პარტნიორები, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ „კრისტალის“ საქმიანობაში. ჩვენ უკვე 25 წელი ერთად ვართ და მჯერა, მომდევნო 25 წელიც ამ მჭიდრო, სტაბილური და ერთმანეთის განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთმხარდაჭერით გაგრძელდება“, - აღნიშნა არჩილ ბაკურაძემ.

„კრისტალის“ უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ილია რევიამ კომპანიის ამჟამინდელ საქმიანობაზე, მიმდინარე პროექტებსა და საბანკო ტრანსფორმაციის წარმატებულ პროცესზე ისაუბრა. 

იუბილეზე სტუმრებს მიმართეს „კრისტალის“ მომხმარებლებმაც და დამსწრეებს იმ მხარდაჭერაზე უამბეს, რომელიც კომპანიამ მათ საქმიანობების განვითარების პროცესში აღმოუჩინა. 

ღონისძიების დასკვნით ნაწილში „კრისტალმა“ სიმბოლური ჯილდოების გადაცემით  აღნიშნა იმ ადამიანების წვლილი, ვინც კომპანიის 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში, მის წარმატებასა და განვითარებაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს, მათ შორის იყვნენ პირველი მომხმარებელი, პირველი საერთაშორისო აქციონერი, და ყველაზე რძელვადიანი საერთაშორისო პატნიორი.

იუბილეს აღნიშვნა კი სიმბოლური „დროის კაფსულის“ დალუქვით დასრულდა, რომელიც კომპანიის ცენტრალურ საცავში შეინახება და ზუსტად 25 წლის შემდეგ2048 წლის 16 ნოემბერს გაიხსნება. 

საქართველოს წამყვანი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია. „კრისტალი“ წარმოდგენილია 50 ფილიალით, მართავს 450 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო პორტფელს მართავს, ემსახურება 120 ათასზე მეტ უნიკალურ მომხმარებელს და ასაქმებს 1000-ზე მეტ ადამიანს. 

 „კრისტალი“ 25 წლის იუბილეს აღნიშვნას სხვადასხვა აქტივობით კვლავაც გააგრძელებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა