"ჭურჭლის მრეცხავად ვმუშაობდი, რამდენჯერ მინატრია, ვინმეს ერთი ნაჭერი პური დარჩეს მეთქი“ - მედეა ლორთქიფანიძე მძიმე პერიოდს იხსენებს (ვიდეო)
ოთხშაბათს, 22 ნოემბერს „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი, მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე იქნება.
როგორც ანონსიდან ვიგებთ, მედეას საკმაოდ რთული ცხოვრება აქვს გამოვლილი, რომელზედაც ძალიან გულწრფელად საუბრობს.
„მე და მამას დაგვეჯახა მანქანა, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 წელიწადში დედაჩემიც. ჭურჭლის მრეცხავად დავიწყე მუშაობა საბავშვო ბაღში, რამდენჯერ მინატრია, ვინმეს ერთი ნაჭერი პური დარჩეს მეთქი, ბევრჯერ თავის ჩამოხრჩობაც მინდოდა“, - ამბობს მედეა ლორთქიფანიძე.