თეგებით ძიება

საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ შუა დერეფანში ფინტექის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდეს - ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ - სინგაპურის ფინტექ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრიის მიღწევები გააცნო.

აღსანიშნია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი წელს პირველად მონაწილეობდა სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე და საკუთარი საგამოფენო სივრცე ჰქონდა, სადაც სებ-თან ერთად, თანამონაწილის სტატუსით „საქართველოს ბანკი“ და ქართული ფინტექ სტარტაპი "ფეივი" იყვნენ წარმოდგენილი.

საქართველო ფესტივალზე მთავარი გზავნილით - „ფინანსური ტექნოლოგიები და შუა დერეფნის განვითარების იმპულსი“ წარსდგა.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ განვითარდეს, როგორც ფინტექის რეგიონული ჰაბი შუა დერეფანში.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის შემდეგ, საქართველოში ფინტექის ინდუსტრიის განვითარების შესახებ საუბრის საშუალება ამჯერად გლობალური მასშტაბით, სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე მოგვეცა, სადაც ჩვენი გეგმები მსოფლიოს უმსხვილეს ფინტექ კომპანიებს, ინვესტორებსა და ვენჩურულ ფონდებს გავაცანით. საქართველო უკვე არის ლოგისტიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კომუნიკაციების, ტურიზმის ჰაბი და გვაქვს ამბიცია, გავხდეთ ფინტექის ჰაბი - ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. შემდეგი ნაბიჯი სწორედ ქვეყანაში ფინტექ ინდუსტრიის განვითარება და ამ სფეროთი დაინტერესებული გლობალური ინვესტორებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება იქნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა