თეგებით ძიება

სამი საერთაშორისო მნიშვნელობის ჯილდო ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სწორად ვითარდება - გიორგი კალანდრიშვილი

პირველად საარჩევნო ადმინისტრაციის არსებობისა და ფუნქციონირების ისტორიაში, ცესკომ მოიპოვა სამი საერთაშორისო მნიშვნელობის ჯილდო. ეს არის არჩევნები მართვა, ეს არის კონფლიქტების მართვა, რომლის ვერტიკალიც გადის ძირითადად კომუნიკაციების პლატფორმისა და სხვადსხვა კომუნიკაციების შესაძლებლობების ხაზზე, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

„მთავარი წლის ჯილდო ეს არის „წლის საარჩევნო ადმინისტრაცია“, რომელიც გამორჩეულ იქნა სხვადასხვა ათეულ ადმინისტრაციას შორის, იმ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ , როგორიც არის „საერთაშორისო საპარლამენტო სწავლებების ცენტრი“. მოხარული ვარ გითხრათ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სწორად ვითარდება. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ადმინისტრაცია თავის საქმიანობას ახორციელებს საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებით. ეს ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ამომრჩეველთა ინფორმირების, ცნობიერების ამაღლების, განათლების, ასეთი ტექნოლოგიური რეფორმის პირობებში საარჩევნო ადმინისტრაცია თავის საქმიანობას ახორციელებს მაღალპროფესიულ დონეზე“, - აღნშნა კალანდარიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა