თეგებით ძიება
23. 11. 2023 მსოფლიო

თუ პუტინი შეწყვეტს ბრძოლას, ომი დასრულდება, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა აღარ იქნება - ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი

თუ უკრაინა ბრძოლას შეწყვეტს, მაშინ შეიძლება სლოვაკეთს ახალი მეზობელი გაუჩნდეს, - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ შალენბერგმა სლოვაკ კოლეგა იურაი ბლანარს შეხვედრაზე განუცხადა.

ვენაში, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ალექსანდერ შალენბერგსა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, იურაი ბლანარს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეების განხილვის ერთ-ერთ თემას უკრაინაში მიმდინარე ომი წარმოადგენდა.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ ფრონტზე არსებული ჩიხიდან გამოსვლისთვის, საჭიროა ცეცხლი შეწყდეს.

„ომი 600 დღეზე მეტია გრძელდება და არანაირი შედეგი არ ჩანს“, - განაცხადა ბლანარმა.

შალენბერგმა აღნიშნა, რომ ევროპისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ახლა რუსეთი წარმოადგენს და ომის დასრულება კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის გადასაწყვეტია.

„მშვიდობა ყველას სურს. თუ პუტინი შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ ომი დასრულდება. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა აღარ იქნება და მაშინ შეიძლება სლოვაკეთს ახალი მეზობელი გაუჩნდეს“, - აღნიშნა შალენბერგმა.

ცნობისთვის, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე ავსტრია და სლოვაკეთი მსგავს პოზიციებს ინარჩუნებენ. ავსტრია ამას არ აკეთებს, როგორც ნეიტრალური სახელმწიფო, ხოლო სლოვაკეთის ახალი ხელისუფლება მხარს არ უჭერს უკრაინისთვის იარაღის გადაცემას


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა