ბრიტანეთში ღორის გრიპის ახალი შტამის ადამიანში გავრცელების პირველი შემთხვევა დააფიქსირეს
გაერთიანებულ სამეფოში ღორის გრიპის ახალი შტამი ადამიანში პირველად დააფიქსირეს. ჯანდაცვის უწყება ვირუსის წარმომავლობის დადგენას ცდილობს.
27 ნოემბერს, ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) დაადასტურა, რომ ერთ ადამიანს გრიპი A H1N2v დაუდასტურდა.
პირველადი მონაცემების თანახმად, ბრიტანეთში H1N2 ინფექცია გენეტიკურად განსხვავდება მსოფლიოს სხვა ნაწილებში ადამიანებში ბოლო დროს დაფიქსირებულთაგან და კონკრეტულ სახელს, 1b.1.1-ს უწოდებენ.
ანონიმურად რჩება პაციენტის ასაკი და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. ცნობილია, რომ მას მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა და უკვე სრულად გამოჯანმრთელდა.
გრიპის ვირუსები, რომლებიც ძირითადად ცხოველებში ცირკულირებს.
ექსპერტთა განცხადებით, ბრიტანეთში გამოვლენილი შემთხვევა საგანგაშო არ არის, მაგრამ რისკის შესაფასებლად აუცილებელია დამატებითი ინფორმაცია შტამის შესახებ.
„ადამიანის და ღორის გრიპის A ვირუსები შეიძლება „შეჯვარდნენ“, თუკი ერთ მასპინძელში აღმოჩნდებიან და წარმოქმნან ჰიბრიდული შთამომავლობა, რომლებიც კარგად არიან მორგებული ადამიანებში ზრდას; წინა ინფექციების ან ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული იმუნური რეაქციები მათ ვერ ცნობს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრიპის A ვირუსების გავრცელების მონიტორინგი“, — განმარტავს გლაზგოს უნივერსიტეტის მოლეკულური ვირუსოლოგი ედ ჰატჩინსონი.
წყარო: sheniekimi.ge