თეგებით ძიება

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის თანახმად, ბიზნეს სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ ოქტომბერში 12.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი. მატება ფიქსირდება ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში, თუმცა კლებაა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებში.

2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ტრანსპორტი და დასაწყობება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამმუშავებელი მრეწველობის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სფეროში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა