თეგებით ძიება
30. 11. 2023 მსოფლიო

2024 წლის ბოლომდე უკრაინა რუსეთს თავისი ტერიტორიებიდან, სავარაუდოდ, ვერ განდევნის - Euractiv

სავარაუდოდ, უკრაინა 2024 წლის ბოლომდე რუსეთს თავისი ტერიტორიებიდან ვერ განდევნის, - ამის შესახებ გამოცემა Euractiv-ს ანონიმურობის დაცვის პირობით ნატოს ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი დანებებას არ აპირებს და მისი შესაძლებლობების სათანადოდ ვერშეფასება დაუშვებელია.

„რუსეთმა დააგროვა ჭურვების დიდი რაოდენობა და მოახლოებული ზამთრის ფონზე ჩვენ ვხედავთ მათ ახალ მცდელობებს, დააზიანონ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

კიევის დასავლელი მოკავშირეები ირწმუნებიან, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისის მიუხედავად, უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა არ შემცირდება, თუმცა როგორც Euractiv-ს ნატოს სამმა დიპლომატმა განუცხადა, უკრაინის ჭურვებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფა გეგმის მიხედვით არ მიდის, რაც აჩენს კითხვებს, შეძლებს თუ არა დასავლეთი არჩეული ხაზის შენარჩუნებას.

თავის მხრივ, სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ პუტინის მხრიდან დაღლილობის ნიშნები არ ჩანს, ხოლო უკრაინაში რუსეთის მიზნები არ შეცვლილა, თუმცა, მისი თქმით, რუსეთი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ჩინეთზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა