თეგებით ძიება

მამუკა ხაზარაძე გუშინდელი დღიდან არის თვითგამოცხადებული ოლიგარქი - მამუკა მდინარაძე

წამოცდენები ძალიან კარგია. როდესაც რაღაც სიმართლე არსებობს ბუნებაში, ეს სიმართლე არ იმალება. მამუკა ხაზარაძე გუშინდელი დღიდან არის თვითგამოცხადებული ოლიგარქი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„ხაზარაძეს ფული აქვს ბევრი, გავლენები პოლიტიკაზე აქვს და თავისივე პირით აღიარა, რომ გავლენები აქვს ტელევიზიებზე და ფლობს ტელევიზიებს. როგორც აღმოჩნდა „არტარეას“, ეს ისედაც ვიცოდით და „TV პირველზე“ ჯერ ასეთი აღიარება მოსმენილი არ გვქონდა. მან რომ თქვა, რომ მასზე იყო პრაქტიკულად დამოკიდებული სარედაქციო პოლიტიკა და არ შეუცვლია და პრინციპულად დადგა, ეს ნიშნავს აღიარებას. პრინციპებზე იყო გადართული ტვინით, მე პრინციპული კაცი ვარო, ამის თქმა უნდოდა, მე არაფერი შემიცვლია რაღაცების მიუხედავადო. ამ დროს შემოეღიარა, რომ ის არის თვითგამოცხადებული ოლიგარქი“, - აღნიშნა მდინარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა