ყაზახეთში სასტუმროში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
ყაზახეთში, სასტუმროში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა. ქალაქ ალმატის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან 9 ყაზახი, 2 რუსი და 2 უზბეკი მოქალაქე.
ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამსართულიან სასტუმროში ხანძარი დილის საათებში გაჩნდა. ამ დროს შენობაში სულ 59 ადამიანი იმყოფებოდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს, მთავრობის მიერ დანიშნული სპეციალური კომისია გამოიძიებს.