თეგებით ძიება

ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ₾2 007-მდე გაიზარდა - საქსტატი

2023 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 8.8%-ით გაიზარდა და 51 მილიარდ 700 მილიონი ლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2023 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 19 მილიარდ 900 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.2%-ით მეტია.

ამ პერიოდში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის 64.2% - მსხვილ ბიზნესზე, 15.3% - საშუალოზე, ხოლო 20.5% - მცირე ბიზნესზე მოდის.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 44.4%, საშუალოზე - 23.1%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 32.5%.

III კვარტალში საწარმოთა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 28.4 მლრდ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 17.3 მლრდ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5%-ით მეტი) შეადგინა.

2023 წლის III კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 757.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.8%-ით მეტია.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.6% ქალია, ხოლო 57.4% - კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.6% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.8% - საშუალოზე, ხოლო 36.5% - მცირე ბიზნესზე.

საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 721.0 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 419.0 მლნ ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.4%-ით მეტი).

2023 წლის III კვარტალში, ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 007.2 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 293.0 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 537.1 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 219.4 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 035.7 ლარი

⦁ საშუალო ბიზნესი – 2 292.8 ლარი

⦁ მცირე ბიზნესი – 1 781.6 ლარი.

2023 წლის III კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 36.3 პროცენტი მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 32.4%-იანი წილით, შემდეგ მოდის დამმუშავებელი მრეწველობა - 8.2%-იანი წილით, მშენებლობა - 5.9%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.9%-იანი წილით, ხოლო 12.3% დანარჩენ დარგებზე ნაწილდება: 2023 წლის III კვარტალში ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამმუშავებელი მრეწველობა (20.3%) და ვაჭრობა (19.8%), შემდეგ მოდის მშენებლობა (17.3%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.4%), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.2%-იანი წილი უჭირავს 2023 წლის III კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესსექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამმუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 28.1, 11.9 და 9.7%-იანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.8%), ტრანსპორტისა და დასაწყობების(8.1%), აგრეთვე ინფორმაცია და კომუნიკაციის (6%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.3%) დარგის საწარმოებზეც.

წყარო - bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა