მოგლეჯილი ხეები, განადგურებული სახლები, გზები და გაუქმებული ავიარეისები - სტიქია ინდოეთში (ვიდეო)
ინდოეთში სტიქიას ებრძვიან - ტამილნადუსა და ანდჰრა-პრადეშის შტატებიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული. როგორც BBC წერს, დიდია ციკლონური შტორმისგან (Michaung) მიყენებული ზიანი.
დატბორილი სახლები, მოგლეჯილი ხეები, განადგურებული ავტომობილები, გაუქმებული ავიარეისები - ასეთია ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგი სამხრეთ ინდოეთში. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 6 ადამიანი.
ქვეყნის მეტეოროლოგიური დეპარტამენტი ჯერ გამოდარებას არ პროგნოზირებს. მეტიც - სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ, ზოგიერთ დასახლებაში, ქარის სიჩქარე 110 კმ/სთ-ს მიაღწევს.
წყარო - "პრაიმ ტაიმი"