თეგებით ძიება
05. 12. 2023 ვიდეო

უნდა დაესწროს თუ არა მშობიარობას მეუღლე? - რას ამბობს ფსიქოლოგი? (ვიდეო)

ბოლო პერიოდში, მშობიარე ქალები ირჩევენ, რომ მათ გვერდით, სამშობიარო ბლოკში საყვარელი მამაკაცები იყვნენ, გაამხნეონ, ძალა მისცენ და მათთან ერთად გაიზიარონ როგორც განსაცდელი, ასევე ენით აუწერელი სიხარული, რასაც შვილის მოვლინება ჰქვია.

კაცის დასწრება/არდასწრების საკითხზე უამრავი ადამიანი მსჯელობს, კამათობს. მოჰყვათ არგუმენტები, თუ რატომ არ არის სასურველი, ანდაც პირიქით, რატომ არის აუცილებელი ეს დედისა და შვილისთვის.

ფსიქოლოგი ია დუდაშვილი საკუთარ მაგალითს გვიზიარებს.

"პირველ ორსულობაზე მართლა მეგონა, რომ ვერ გავაჩენდი, მშობიარობას ირაკლი რომ არ დასწრებოდა. რა თქმა უნდა, შემოვიდა, ხელები სულ დაკბენილი ჰქონდა...

იქ მყოფმა გულშემატკივრებმა შემდეგ მითხრეს, რა გინდოდა, რას ერჩოდი, ისეთი ფერდაკარგული გამოვიდაო... ქალებს რა გადაგვაქვს, ამაზე საუბარი ზედმეტია, არ აინტერესებთ. ქმარმა რომ უყურა და იქიდან ფერდაკარგული გამოვიდა, რა გინდოდა, რას ერჩოდიო... 

მეორეზე აზრადაც არ მომსვლია, რომ შემეყვანა, გამოცდილება უკვე მქონდა და აღარ მეშინოდა. ყველა წყვილი თვითონ წყვეტს უნდა დაესწროს თუ არა ქმარი... მაგრამ, მე ძალიან მინდა, რომ ქმრებმა ცოლის მდგომარეობა გაითვალსიწინონ... ეს პროცესი ისეთი ბეწვის ხიდია, რომელზეც მართლა შეიძლება ფიქრობდეს ქალი, რომ მეუღლის გარეშე ვერ გაივლის. 

ვფიქრობ, როგორც უნდა გიჭირდეთ, მის გვერდით უნდა იყოთ. როდესაც სამშობიაროდან გამოდიხარ, ძალიან უჩვეულო მდგომარეობაში ხარ... გარდა უზომო ბედნიერებისა, ცოტა ადაპტირება გჭირდება ახალ სიტუაციასთან. ამის პარალელურად, ბევრი ცვლილება მიდის ორგანიზმში, რომელიც სტრესს იწვევს. ჩემს შემთხვევაში, იმდენად ძლიერი იყო ეს სტრესი, ბავშვი რომ ტიროდა, მეც ვტიროდი ხოლმე...“.

@iako_niako •თქვენ როგორ ფიქრობთ? 🦦 #iadudashvili #ურთიერთობა #ფსიქოლოგია #რჩევები #მშობიარობა #ფორიუზე #ფორიუმეთქიიიიიიიიიიიი💖 #რეკომენდაცია ♬ оригинальный звук - იაკო_ნიაკო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა