ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6860 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6937 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8987 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9178 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.0928 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 7 დეკემბერს შევა ძალაში.