თეგებით ძიება

„მარხვაში ადამიანები არ იღებენ ხორცს, მაგრამ ჭამენ ერთმანეთს“ – მამა პეტრე

„დღეს ჩვენ როდესაც ე.წ მორწმუნეს გადავხედავთ, ისინი გარეგნულად შეიძლება ჩემზე უკეთესად, მთელი სიზუსტით მარხულობენ, არ იღებენ რძეს, რძის ნაწარმს, თუმცა იღებენ ადამიანების ხორცს,“- ამის შესახებ მამა პეტრე კოლხმა, ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „შუადღეში“ განაცხადა.

„მარხვაში ადამიანები ერთმანეთს არ უფრთხილდებიან, ლანძღავენ, განიკითხავენ ერთმანეთს..

ტერმინი, რომელიც დღეს მოირგო საზოგადოებამ არის: „მე მას ვამხელ,“ თუმცა არავის მხილების უფლება არ გვაქვს.. საკუთარი ცოდვები და თავი ვამხილოთ..

მარხვა საკუთარი თავის დაკვირვების პროცესია, საკუთარი ვნებების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესი, ეს გამოგდის მაშინ, როცა რწმენასთან ერთად გაქვს ინტელექტუალური რესურსი,“- ამბობს პეტრე კოლხი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა