თეგებით ძიება

ეს არის კატასტროფის წინაშე მდგარი პატრიიდან გაქცევა - არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიაზე

ეს იყო კატაპულტირება, კატასტროფის წინაშე მდგარი „ნაციონალური მოძრაობიდან" გაქცევა, - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ნიკა მელიას გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ.

„აგერ, გამოჩნდა, რომ ადამიანმა [ნიკა მელია], რომელიც ამბობდა, ჯარიმას არ გადავიხდიო, გადაიხადა ჯარიმა, პარლამენტში არ შევალო და ვინც შევა, პუფები იქნებიანო - შევიდა პარლამენტში. შემდეგ თქვა, პარტიიდან არ წავალო და პარტიიდანაც წავიდა. ანუ, ჯერჯერობით ყველაფერს უკუღმა აკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ადამიანმა რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს მეტად დაშლილია. ეს კარგია პოლიტიკისთვის და კარგია იმისთვის, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს. ნაციონალური მოძრაობა დაშლას გააგრძელებს, ვინაიდან შეჩერება ვარდნის დროს არის შეუძლებელი. რეალურად, ერთმანეთს უწევენ წნევას, მაგრამ ავიწყდებათ, რომ საერთო წნევა ამ ოპოზიციას აქვს დაბალი", - აღნიშნა თალაკვაძემ.

საკუთარ პარტიასთან 9-თვიანი დაპირისპირების შემდეგ ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს და საკუთარ პარტიას აფუძნებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა