თეგებით ძიება

“ნაზი, ხავერდოვანი ატმისფერი” - 2024 წლის მთავარი ფერი დასახელდა

ამერიკულმა კომპანია Pantone-მა 2024 წლის მთავარი ფერი დაასახელა – Peach Fuzz, როგორც კომპანია წერს, “ნაზი, ხავერდოვანი ატმისფერი”.

“ეს ფაქიზად ვნებიანი ფერი აღვიძებს სისათუთის გრძნობას და მოგვიწოდებს ზრუნვისა და გაზიარებისკენ, ერთიანობისა და თანამშრომლობისკენ. თბილი და მეგობრული ფერი ხაზს უსვამს ჩვენი ერთიანობის სურვილს.“, – აცხადებს კომპანია.

უკვე 20 წელზე მეტია, რაც Pantone წლის ფერს ასახელებს. ფერის შესარჩევად მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ,  შემდგომ კი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების საიდუმლო შეხვედრა იმართება, სადაც, ორდღიანი დებატების შემდეგ, მომდევნო წლის ფერს ავლენენ.

1963 წელს Pantone-მა ფერების საკუთარი სისტემა შექმნა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოიყენება, მათ შორის, ბეჭდვაში, გრაფიკულ დიზაინსა და მოდაში.

2023 წლის ფერი გახლდათ – „Viva Magenta, ფერი წითელსა და ჟოლოსფერს შორის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა