თეგებით ძიება

„ჩვენ რუს ოლიგარქს დავამარცხებთ! ხალხმა იცის, მე ყოველთვის ვასრულებ იმას, რასაც ვამბობ" - მიხეილ სააკაშვილი

რამ­დე­ნიც არ უნდა ეცა­დოს რუსი ოლი­გარ­ქი შიდა მტრო­ბის და შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბას, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან არ­ჩევ­ნებ­ში ჩვენ მას და­ვა­მარ­ცხებთ! - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა.

"რამ­დე­ნიც არ უნდა ეცა­დოს რუსი ოლი­გარ­ქი შიდა მტრო­ბის და შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბას (ეს სუფ­თა რუ­სუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­აა) მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან არ­ჩევ­ნებ­ში ჩვენ მას და­ვა­მარ­ცხებთ!

სა­არ­ჩევ­ნო სია “გა­მარ­ჯვე­ბის კო­ა­ლი­ცი­ამ” და “ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ” ერ­თად უნდა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ უკვე არ­სე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ით, პარ­ტი­ის წევ­რე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი კენ­ჭისყ­რით. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს სე­რი­ო­ზუ­ლად გან­ვა­ახ­ლოთ პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი. ჩვენ არ დავ­კარ­გავთ არც ერთ დღეს არ­სე­ბულ ხმას, არა­მედ პი­რი­ქით, გა­ვა­ფარ­თო­ებთ ჩვენს სა­არ­ჩევ­ნო ბა­ზას.

მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ 2003 წლის არ­ჩევ­ნე­ბის წინ, დიდი ოპო­ზი­ცი­უ­რი არ­ხე­ბი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ სწყა­ლობ­დნენ, მაგ­რამ ჩვენ გა­მოგ­ვყვა ხალ­ხი, რად­გან სწო­რედ ჩვენ გან­ვა­სა­ხი­ე­რებ­დით რე­ჟიმ­თან შე­უ­რი­გებ­ლო­ბას და ჩვენ გვქონ­და მო­მავ­ლის ყვე­ლა­ზე სწო­რი ხედ­ვა.

მე ჩემს თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად ეს რე­ჟი­მი ვე­რას­დროს გაგვტეხს და ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად ფარ­თოდ გავ­შლით ჩვენს ხედ­ვას და რაც მთა­ვა­რია, ხალ­ხმა იცის, მე ყო­ველ­თვის ვას­რუ­ლებ იმას, რა­საც ვამ­ბობ!“ - წერს სააკაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა